
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევბის რაოდენობა გაიზრდება.
“რადგან ჩვენ, საქართველო ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა, პროგნოზს ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია.
ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელძემ.