
საქართველოში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა
- 2020-04-03 10:56
148 ინფიცირებული არ არის დიდი ციფრი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი და კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკლისების გარეშე. როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.