ია მეტრეველმა ინტერპოლის ძებნილს, ეკა ბესელიას დახმარებით, პოლიტდევნილის სტატუსი მიაღებინა

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დღეს 2007 წლიდან ინტერპოლის მიერ ყოფილი ძებნილის (მას ძებნა ახალი ხელისუფლების მოთხოვნით მოუხსნეს) ლევან ფხაკაძისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების რეკომენდატორად დაასახელა. 

>>>

მოსკოვის კაფესთან სროლის დროს "შაქრო მალადოის" პირადი მცველები მოკლეს (ვიდეო)

გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ზახარ (შაქრო) კალაშოვის, იგივე "შაქრო მალადოის" პირადი მცველები მოკლეს მოსკოვში, კორეულ კაფესთან ატეხილი სროლის დროს. ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა. ინციდენტის მონაწილეთაგან პოლიციამ სამი პირი დააკავა. სროლის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერებში მოხდა და რამდენიმე ონლაინგამოცემამ გამოაქვეყნა. 

>>>

ქართველი პარტიზანები ავაკოვს პასუხს სთხოვენ: "ამხანაგო მინისტრო, ჩვენ ვართ "გასტროლიორები"? (ვიდეო)

უკრაინის შს მინისტრის რეპლიკას, "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!", რომელიც მან რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოიყენა, უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფი ქართველ პარტიზანთა ნაწილი ეხმიანება.

>>>

ხელისუფლებაში არსებული "ბარდაკისთვის" სააკაშვილი უკრაინელებს ბოდიშს უხდის (ვიდეო)

"მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების ერთერთი წარმომადგენელი, მოვალე ვარ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ მოქმედ ხელისუფლებაში დღეს ასეთი "ბარდაკია", - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მიმართა.

>>>

სააკაშვილი: მაინტერესებს, მაიდანზე და დონბასში დაღუპული ქართველებიც "გასტროლიორები" არიან? (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოზე მომხდარ დაპირისპრებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქცენტს პრემიერ იაცენუკის ფრაზაზე "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!" აკეთებს და აცხადებს, რომ ის სიამაყით ატარებს უკრაინის მოქალაქის პასპორტს, ასევე იმ ქართველებზე ლაპარაკობს, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცნენ. 

>>>

"გარტყმისგან თავი შევიკავე და სახეში წყალი შევასხი" - უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე

უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობს, დაპირისპირება მოხდა ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. არსენ ავაკოვმა, ერთერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მას "კორუმპირებული მინისტრი" უწოდა, სახეში ჭიქა ესროლა, ხოლო თავად ავაკოვის თქმით, მან გარტყმისგან თავი შეიკავა და სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.

>>>

„კოკაინის საქმე“: კილერი, ნარკოგამსაღებლები და დიდი ფული - ვის შეწყალებას ითხოვდა მანანა კობახიძე (ვიდეო)

საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 2010 წელს გაავრცელა.  გავრცელდა ასევე ოპერატიული კადრები.

>>>

სირიელი მეამბოხეების მიერ რუსული T-90-ის აფეთქება (ვიდეო)

სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე ვრცელდება კადრები, რომლებიც, აღწერის თანახმად, სირიელმა მეამბოხეებმა გადაიღეს. ასევე, აღწერის ტექსტის მიხედვით, მასზე ასახულია სირიაში რუსეთის მიერ გადასროლილი ერთერთი ტანკის აფეთქება.

>>>

მოსკოვში, აივნის ჩამონგრევისას ტრავმირებულ ქალს ქუჩაში ყურადღებას არ აქცევენ (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ქუჩის სათვალთვალო კამერების მიერ, მოსკოვშია გადაღებული. კადრში ჩანს მოხუცი, რომელიც ქუჩაში მიდის და ამ დროს, საცხოვრებელი სახლის კორპუსიდან ჩამოცვენილი აივნის ნამსხვრევები თავში ეცემა.

>>>

ბარნა VS იაცენუკი - როგორ ჩაეჭიდა უკრაინის პრემიერი ტრიბუნას (ვიდეო)

უკრაინის რადაში პრემიერ იაცენუკის გამოსვლის დროს პოროშენკოს ბლოკის დეპუტატმა ოლეგ ბარნამ ყვავილების თაიგული სატყუარად გამოიყენა, რათა იაცენუკისკენ მიმავალი, გზად არავის გაეჩერებინა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !