-
2015-12-12 23:33
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ქუჩის სათვალთვალო კამერების მიერ, მოსკოვშია გადაღებული. კადრში ჩანს მოხუცი, რომელიც ქუჩაში მიდის და ამ დროს, საცხოვრებელი სახლის კორპუსიდან ჩამოცვენილი აივნის ნამსხვრევები თავში ეცემა.
გამვლელები მომხდარის მიმართ საოცარ გულგრილობას ამჟაღავნებენ: ზოგი ისე აგრძელებს გზას, თითქოს არაფერი მომხდარა, რამდენიმე მოქალაქე ერთად იკრიბება და სეირს ადევნებს თვალს, თუმცა მოხუცთან, რომელიც, შესაძლოა, სასიკვდილოდაა ტრავმირებული და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ახლოს არავინ მიდის.