"გარტყმისგან თავი შევიკავე და სახეში წყალი შევასხი" - უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე

Image

უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობს, დაპირისპირება მოხდა ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. არსენ ავაკოვმა, ერთერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მას "კორუმპირებული მინისტრი" უწოდა, სახეში ჭიქა ესროლა, ხოლო თავად ავაკოვის თქმით, მან გარტყმისგან თავი შეიკავა და სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.

 

დაპირისპირებაში პრემიერი იაცენუკიც ჩაერთო, რომელმაც სააკაშვილს "გასტროლიორი" უწოდა და მოსთხოვა, "წათრეულიყო მისი ქვეყნიდან", რაც ასევე, გაიმეორა არსენ ავაკოვმაც. დაპირისპირებულთა დაშოშმინება ვერ შესძლო პრეზიდენტმა პოროშენკომ, რომელმაც, საბოლოოდ, სხდომა დახურა.

 

ორივე დაპირისპირებული მხარე მოითხოვს გასაჯაროვდეს ინციდენტის ამსახველი სრული ჩანაწერი. მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე კატეგორიულად მოითხოვა ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება და განაცხადა, რომ ყველა სიტყვაზე, რაც იქ თქვა, პასუხს აგებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ პირველმა მოიწვია პრესკონფერენცია და დეტალებზე ისაუბრა.

 

რაც შეეხება არსენ ავაკოვს, მან განმარტება ასევე, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა. უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილი პოპულისტია და ეძებს გადადგომის ხმამაღალ საბაბს მას შემდეგ, რაც კონკრეტულად მისდამი დაქვემდებარებულ რეგიონში არაფერი გამოუვიდა. მისი თქმით, სააკაშვილი მისთვის დასმულმა უწყინარმა შეკითხვამ გამოიყვანა წყობილებიდან და მას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მინისტრმა გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა. ავაკოვმა ცნობილი გამოთქმა "ქურდს ქუდი ეწვის" მოიყვანა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია იმის შესახებ დასმულმა შეკითხვამ, თუ რატომ დაეკონტაქტა რუს ოლიგარქს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვების თაობაზე.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !