
უკრაინის რადაში პრემიერ იაცენუკის გამოსვლის დროს პოროშენკოს ბლოკის დეპუტატმა ოლეგ ბარნამ ყვავილების თაიგული სატყუარად გამოიყენა, რათა იაცენუკისკენ მიმავალი, გზად არავის გაეჩერებინა.
ბარნა იაცენუკთან დაუბრკოლებლად მივიდა და თაიგული მიაწოდა, შემდეგ კი ზურგიდან მოუარა, ხელში აიყვანა და იქედან გათრევა დაუპირა, თუმცა, პრემიერი ტრიბუნას მოეჭიდა, ხოლო შემდეგ სხვა დეპუტატებმა პრემიერს ჩაფრენილი ბარნა გვერდზე გაათრიეს და მუშტები დაუშინეს.