
გორში ხელისუფლებამ აღიარა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე ზედმეტი თანხა „შეცდომით“ გასცა (ვიდეო)
- 2014-03-13 16:29
მას შემდეგ, რაც 11 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე სოფლებში მყოფთა გამოსაზამთრებლად უცხოური ფონდების მიერ გამოყოფილი 200 ლარი პარტიული ნიშნით გაიცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეცდომა აღიარა.