მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება , -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, კომპრომისით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
“მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია”,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია.