-
2020-03-08 21:08
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მოუწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ "ჟივილ-ხივილს და გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას" დაანებონ თავი. ქართული ოცნების წევრის მტკიცებით, ეშინია, რომ ოპოზიციის მსგავსმა ქცევამ, შეიძლება ისევ გამოიწვიოს ახალი საარჩევნო სისტემის ჩაგდება.
"ოპოზიციას მინდა მოვუწოდო, რომ დაანებოს თავი ჟივილ-ხივილს და უსაფუვლო ყიჟინას. საქართველო დაწყნარდა. ისედაც ბევრი პრობლემა არის და გადავიდეთ უკვე ჭიდილზე იმ პროგრამების, პროექტების და ჩვენი გეგმების. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განმეორდეს მეშინია, რაც 24 ივნისის შემდეგ განმეორდა. კიდევ ეს ხმაური, რომ აბა ხელები ამოვუტრიალეთ ვიღაცას და აბა რაღაც გავაკეთეთ არასწორია, არარელევანტურია, უსაფუძვლოა", — განაცხადა ვოსლსკიმ.