
რუსეთის პრემიერმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომელმაც მოსკოვი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
დიმიტრი მედვედევის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ასეთი განცხადებები არაპროფესიონალურია და ის ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს. მისივე განცხადებით, ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე აისახება.