მამა პეტრე კოლხი: „თინა მახარაძე საზოგადოების „გასაოგნებლად“ შეიძლება ყირაზე დადგეს, მაგრამ ღმერთს ვერ გააოცებს“

Image

მსახიობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მკრეხელურ ვიდეორგოლს, სადაც მას ბიბილიაში შესწორებები შეაქვს, მამა პეტრე გამოეხმაურა.

 

 

„მარი (მიმართავს საკუთარ შვილს), დილით სკოლაში რომ ჩაგარბენინე, გამიღიმე და მითხარი-მა, ნახე თინას ახალი სკანდალიო?! ზარი უკვე ირეკებოდა, მოკლედ ვისაუბრეთ და გაიქეცი. რისი თქმაც ვერ მოვასწარი, ახლა გეტყვი.

 

ვიცი, რომ თინა ძალიან გიყვარს, გულშემატკივრობ, მოგწონს მისი მსახიობური ნიჭი. ბევრ რამეში მეც გეთანხმები, მაგრამ არის რაღაც, რაც ყოველთვის გაღიზიანებას იწვევს. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მათ შორის თინასაც, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვისი უფლებებიც.

 

ვცდილობდი შენი სიყვარულით და თინეიჯერული ახირებებით მისთვისაც გამეგო. რაც ბოლოს გააკეთა, ეს უკვე დასაგმობია. თავისუფლებასაც საზღვარი აქვს. ამ საზღვრის მიღმა არაფრობაა. ჰოდა, ვეჭვობ, რომ არაფრობაში გადაეშვა. ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გქონდეს ხელუხლებელი დაწერილი, თუ დაუწერელი კანონები. ერთ-ერთი ასეთი ბიბლიაა. ბიბლია, როგორც ცხოვრების წიგნი, სიყვარულის, სინათლის, რწმენის, გამარჯვების, მიტევების, ჰუმანიზმის, თავისუფლების წყარო.

 

ბიბლია მსოფლიო ცივილიზაციის სათავე და ლიტერატურული შედევრების ქვაკუთხედი. შენ თუ მეტყვი, რომ იქნებ მას არ სწამს ღმერთის, გიპასუხებ - მე მწამს, შენ გწამს, სხვასაც და ჩვენი უფლებებიც არ უნდა შელახოს. მისთვის თუ რელიგია არ არის მთავარი, ესეც შეიძლება „გავიგოთ“, მაგრამ ის ხომ ყველა ჩვენთაგანის ისტორიაც არის. დაფიქრდი, მიხვდები, რომ არასწორად მოიქცა.

 

აქამდე არ მეკითხებოდი, უბრალოდ ფაქტად მიყვებოდი მის შესახებ. ვინაიდან დღეს მკითხე, ნიშნავს იმას, რომ არც შენ მოგეწონა. ამით კი ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვერ გავიგე, ამით რისი თქმა სურდა?! რა გამოხატა?! რა დაგვანახა?! ღმერთთან კონფლიქტი თუ პირდაპირ დანაშაულზე მიუთითა ღმერთს, რომ ადამიანების დამახინჯებული სურვილების დარაჯად არ გამოგვეცხადა. ღმერთი მშვენიერებაა, მისთვის ყველა მანკიერი მხარე მიუღებელია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს იწყალებს.

 

თინა შეიძლება მეზობლის, მეგობრის, საზოგადოების „გასაოგნებლად“ ყირაზე დადგეს, მაგრამ ღმერთს ვერ გააოცებს და არც უნდა შეეცადოს. ნურც იმას მეტყვი, რომ უკომპლექსოა. არა... მე პირიქით მგონია, სწორედ კომპლექსების გამო აკეთებს ამდენ „საოცრებებს“, რომ დაგვიმტკიცოს, რა თავისუფალია.

 

ამას უკომპლექსობის კომპლექსი ჰქვია. ამაში მარტო ის არ არის დამნაშავე. იმ ხალხმაც ხელი შეუწყო, ვისთვისაც თინას მორიგი ახირება ცხოვრების საზრისი ხდებოდა. ყურადღება რომ არ მიექციათ, გადაიღლებოდა და საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას სწორად შეძლებდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ნიჭიერია.

 

პირველ კლასში იყავი „ნატვრის ხე“ რომ წაიკითხე. მახსოვს, დიდხანს იყავი დაავადებული მარიტას პიროვნებით. გმირებსაც და ანტიგმირებსაც ადამიანები ქმნიან. ორივე საზოგადოების შესაფერისია. მარიტა მისმა თანამედროვეებმა შექმნეს და მერე თავად ჩაქოლეს. ბევრს კითხულობ და დაფიქრდი, რომელ გმირს გაგონებს თინა?! მე ჰეროსტრატე მახსენდება...

 

შენი აზრიც მაინტერესებს. არადა მას, ძალიან კარგი ნიჭები აქვს, სხვა მხრივ რომ დაგვაინტერესოს. ის კარგი ადამიანია, მაგრამ მინდა, შენ მასზე უკეთესი, ჩემზე უკეთესი იყო. დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბროთ. მიყვარხარ!...", - წერს მოძღვარი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !