არის თუ არა შიმშილის ზღვარზე მომღერალი არჩილ ჩიხლაძე - ორი განსხვავებული პოზიცია

Image

"ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება ჰპოვა aragviani.com-ზე გამოქვეყნებულმა ბლოგტექსტმა არჩილ ჩიხლაძის შესახებ. ტექსტის ავტორი პოეტი გიორგი კახიძეა, იგივე გიორგი ბუნდოვანი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა არჩილ ჩიხლაძის გაუსაძლის პირობებზე და მეგობრებს მისი დახმარებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით გამოქვეყნდა მაია კახიძის სტატუსი, როგორც თავად წერს, არჩილ ჩიხლაძის შვილთან შეთანხმებით. 

 

გიორგი კახიძე წერს:

 

"...მე და ჩემი მეუღლე ვიჯექით სკამზე, უკვე დაღამებული იყო და 2 სკამის იქეთ სკამზე იწვა ვიღაც კაცი და ხვნეშოდა… მერე გადმოვარდა სკამიდან და ზღართანი გაადინა ასფალტზე! უცებ 2 ღვთისნიერი ხანდაზმული ქალბატონი მიიჭრნენ იმ უბედურთან და ეცადნენ წამოყენებას, რა თქმა უნდა ამაოდ, წაქცეული კი სიმწრისგან უარესად ხვნეშოდა. ვეღარ გამიძლო გულმა და მეუღლესთან ერთად მივედი რათქმაუნდა, მეთქი წამოყენებაში მაინც დავეხმარები იმ 2 ქალბატონს და ამ საცოდავ მამაკაცს სკამზე დავსვამთ ისევ თქო.

 

მივედი და ვხედავ, შიმშილისგან და დაცემისგან გაძვალტყავებულ, სრულიად გაუბედურებულ და მთელი ქვეყნისგან მიტოვებულ მომღერალ – არჩილ ჩიხლაძეს!! :(( შევკივლე, აჩიკო, მე ვარ, გოგი თქო… რათქმაუნდა გონზე არ იყო… ამ დროს გამოიარა ერთმა ბერ-მონაზონმა, გაჩერდა ჩვენთან, დაგვეხმარა მის აყენებაში, მამაომ ჯიბეში მოიქექა ხურდები და შემოგვთავაზა ბატონი აჩიკოს ტაქსით წაყვანა შინ. (ამ ქალბატონებს და ბერს, რათქმაუნდა ეგრევე ავუხსენი, თუ ვინ იყო ეს გაუბედურებული ადამიანი, რამაც მათში ასევე შოკი გამოიწვია!!)

 

მეც უფულოდ გახლდით ამ დროს, სამწუხაროდ იმ ორმა ქალბატონმაც მოიძიეს ლარნახევარი… გადავიყვანეთ ფეხებწართმეული არჩილი, ძლივს, მე და ბერმა, ქუჩის მეორე მხარეს და ტაქსით, მე და მეუღლემ მივიყვანეთ ძლივს სახლამდე, იქ მარტომ ვერაფრით ავიყვანე მეორე სართულზე და 2 მეზობელი დაგვეხმარა. აღარც გონებაზე იყო და ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა! 

 

ნასვამს გავდა, თუმცა არჩილი ბიძია, რომელსაც მამაჩემის წყალობით ბავშვობიდან ვიცნობ, ნასვამი ქუჩაში არასოდეს მინახავს! სახლის გასაღები ვერ მოვიძიეთ მის ტანისამოსში, შესაძლოა სადმე ქუჩაში დაუვარდა. მეზობლებმა გვითხრეს – კაიხანია აღარც შუქი აქვს, აღარც გაზი და სრულიად უპატრონბოდაა მიტოვებულიო!
მეგობრებო, გეკითხებით:

 

ეს ქვეყანაა? ეს მთავრობაა?? ასეთი უნიჭიერესი, ჩვენი მშობლების თაობის მსახიობები და მომღერლები, ასეთ სიდუხჭირეში უნდა კვდებოდნენ, ასე უპატრონოდ?? მე არ მინდა ამ ქვეყნის მოქალაქეობა! აღარ მინდა საქართველოში არც ცხოვრება და არც ამ ქვეყნის, რომელიც მუდამ კლავდა და კლავს ასეთ ტალანტებს, სამშობლოდ მოხსენიება! ეს ქვეყანა პატიოსანი, ნიჭიერი ადამიანების მორგია და სხვა არაფერი!! 

 

და როცა დაიღუპებიან ასეთი ადამიანები შიმშილისგან თუ უპატრონობისაგან, მერე ვიწყებთ ვიშ-ვიშსა და ქვითინს – ეს რა ადამოიანი დავკარგეთ? როგორ ვერ მოვუბრთხილდითო და გასვენებაში ნახევარი საქართველოც მიბრძანდება, რომ ვიტრიპაჩოდ ერთმანეთის წინაშე!

 

მეგობრებო, გადავარჩინოთ ბატონი არჩილ ჩიხლაძე, დავეხმაროთ, ისევ მოგმართავთ უმორჩილესად… შუქი და გაზი მაინც გადავუხადოთ და რამე საკვები ვუყიდოთ…

 

ვისაც რისი გაღება გესურვებათ, შეგიძლიათ მე მომწეროთ პირადში და მე გადმომცეთ თანხები… მე მივხედავ მერე მას, როგორც ადრე ვაკეთებდი ამას ხშირად!.. დიდი მადლობა წინასწარ! დაგლოცოთ უფალმა და გაგახაროთ!”.

 

გიორგი ბუნდოვანის ამ სტატუსს მოჰყვა მაია კახიძის სტატუსი, რომელსაც ასევე, უცვლელად გთავაზობთ:

 

"დღეს დიდი ამბავი ატყდა ინტერნეტში, უფროსი თაობის მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილის ზღვარზეაო. არ დაიჯეროთ. მე კარგად ვიცნობ მას და მის ყოფილ ოჯახს, ვმეგობრობ მაყვალასთან, მის ხელში ვარ გაზრდილი, მამას მეგობარია და მე კი არჩილ და მაყვალას შვილის ირმას მეგობარი გახლავართ.

 

ერთი სიტყვით, არანაირი შიმშლის ზღვარზე არაა ბატონი არჩილი. ის ასეთი უცნაური ადამიანია, უფრო
სხვა სახის სეპციალისტი სჭირდება, ვიდრე დაპურება. იმიტომ რომ მე მინახავს ადრეულ წლებში საშინელი ისტერიები, მაგრამ მათ ოჯახში ჩარევა ჩემი საქმე არ იყო. მისი შვილი ირმა პირველი ჯგუფის ინვალიდია, უსინათლო და რატომ დაბრმავდა, ეს კიდევ სხვა თემაა. ერთი კანფეტი არ უყიდია მისთვის.

 

მას აქვს 2 ბინა, ერთი გაქირავებული 160 - ად., ზუსტად ვიცი. იღებს 150 ლარ პენსიას და 60 ლარს დახმარებას. პროკრედიტ ბანკში აქვს ანგარიში გახსნილი და ამჟამად ზუსტად ვიცი, რამდენი ათასი დოლარი უდევს, ახალი მანქანის ყიდვას აპირებს. თან აწყობს "სპექტაკლებს", რომ მას დასდევს ბაჩო ახალაია. და რომ უხსნიან, ახალაია დაჭერიალიაო, ამას აღარ მოვყვები.

 

უსინათლო შვილს კი ეუბნება, მოვიყვან ვინმეს და ბინებს სხვას მივცემო.... არასოდეს ყოფილა ის მამა, ვისაც ჩვენ მამას ვეძახით... 25 წელზე მეტია გაშორებული არიან არჩილი და მაყვალა და არ ისვენებს მაინც... მე ამ ყველაფერს ირმას თანხმობით ვწერ.

 

ასე, რომ, ნუ გადაირია საქართველო- არჩილ ჩიხლაძე შიმშილობსო. კიდევ ბევრი შემიძლია ვთქვა, მაგრამ ესეც საკამარისია, ვგონებ...

 

ლევან თედიაშვილმაც რომ მოატყუა ამოდენა ხალხი... ისე უნდა იცხოვრო და ისეთი ადამიანი უნდა იყო, სიბერეშიც რომ მოგეფერონ..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !