-
2014-11-12 14:53
ტელეკომპანია "გურჯაანის" ცნობით, კახეთის ერთერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლე ბიჭებმა მეშვიდეკლასელი გოგონა გააუპატიურეს, ამის ამსახველი ვიდეომასალა გადაიღეს და გოგონაზე სექსუალურ ძალადობას შანტაჟის მუქარით, ორი თვის განმავლობაში აგრძელებდნენ.
ტელეკომპანია ამ ინფორმაციას ერთერთ მშობელზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა დაიწყო და დღის განმავლობაში მოსწავლეები დაკითხეს. ამავე დროს, დაზარალებულ გოგონას, რომელიც წლებია, ბებიასთან ცხოვრობს, ექსპერტიზა ჩაუტარდება, პასუხი კი საღამოს საათებში გახდება ცნობილი.
შენიშვნები: მთავარი ფოტო წარმოადგენს ილუსტრაციას და თემატურად უკავშირდება მასალას;
ვიდეოფანჯარაში ატვირთულია ტელეკომპანია "გურჯაანის" სიუჟეტი.