-
2014-11-11 07:44
"ეს პროექტი იმიტომაც მომწონს, რომ აქ ხშირად ვხვდები ადამიანის ნებისყოფის გამოვლენას და მის გამარჯვებას"; - ეს "ნიჭიერის" ჟიურიდან ლევან წულაძემ თქვა, როცა გოჩა ჭაბუკაიძის ნამღერი ცნობილი ჰიტი მოისმინა.
"გარეგნობით თითქოს სასულიერო სემინარიის პედაგოგს ჰგევხართ და ისე იმღერეთ, თითქოს როკ-ვარსკვლავი იყოთ... ეს საოცარია...", - თქვა ია ფარულავამ;
"თითქოს ერთი ტყავიდან გამოხვედით და მეორეში შეხვედით... სიმღერა დაიწყო ერთმა, გააგრძელა მეორემ და ისევ პირველი ადამიანი დაგვიბრუნდა... თქვენ ეს მოახერხეთ!", - უთხრა გოჩა ჭაბუკაიძეს ნიკა გვარამიამ.
47 წლის გოჩა ჭაბუკაიძემ სცენაზე გასვლა და სიმღერა ქალიშვილს, თამარს მიუძღვნა, რომელიც პარიზშია გათხოვილი და ძალიან ენატრება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02