ნიკოლოზ ვაშაკიძე ივანიშვილისთვის კონსტიტუციაში განსაზღვრულ "საქართველოს პახანის" თანამდებობას "ითხოვს"

Image

დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე წერს, რომ დღეს საქართველოს ბიძინა ივანიშვილი მართავს და შემდეგ ირონიით დასძენს, რომ აუცილებელია მისი ფუნქციის გაოფიციალურება და განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.

 

ნიკოლოზ ვაშაკიძე ხუმრობით წერს, რომ ივანიშვილისთვის თანამდებობა "საქართველოს პახანი" იქნება ზედგამოჭრილი. მისივე აზრით, უპრიანია კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევიდეს, რომელსაც ასეთი სახე უნდა მიეცეს:

 

"აუცილებელია ამ ადამიანისთვის რაიმე ოფიციალური სტატუსის შემოღება. ამიტომ, მე გთავაზობთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ამ უხერხულობას მოხსნის.

 

უპრიანია დავამატოთ ახალი მუხლები კონსტიტუციის მე-3 თავს დასაწყისში და შემდგომ მუხლებს, შესაბამისად, შეეცვალოს ნუმერაცია.

 

ჩემი საკონსტიტუციო ცვლილებების სრულყოფილებაზე პრეტენზია არ მაქვს და ამიტომ გთავაზობთ განსახილველად. გთხოვთ გამოთქვათ შენიშვნები და წინადადებები და შეიტანოთ თქვენი ცვლილებები.

 

საქართველოს პახანი

 

მუხლი 48

 

1. საქართველოს პახანი არის მთავარი პირი სააქართველოს სახელმწიფო იერარქიაში.

2. საქართველოს პახანს აქვს უფლება მისცეს ნებისმიერი დავალება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს და ნებისმიერ თანამდებობის პირს. პახანის მიერ მიცემული დავალებები აუცილებელია შესასრულებლად.

 

მუხლი 49

 

1. საქართველოს პახანი წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო კანდიდატს.

2. საქართველოს მოსახლეობა ვალდებულია აირჩიოს პახანის მიერ წარდგენილი კანდიდატი პრეზიდენტად

 

მუხლი 50

 

1. საქართველოს პახანი ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას.
2. პახანის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დანიშვნა შემდგომში სავალდებულო წესით ფორმდება კონსტიტუციაში მითითებული პროცედურის მიერ.
3. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ანგარიშვალდებულია პახანის წინაშე კულუარული წესით.

 

მუხლი 51

 

1. საქართველოს პახანი წარუდგენს თავის კანდიდატს დედაქალაქ თბილისის მოსახლეობას და თავისი სურვილის მივედვით ყველა არჩევით მერის კანდიდატს შესაბამისი ქალაქების მოსახლეობას.
2. პახანი უფლებამოსილია წარუდგინოს შესაბამისი დასახლებული პუნქტის თუ რეგიონის მოსახლეობას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ არჩევით თანამდებობაზე
3. ამ მუხლის 1 და 2 მუხლში მითითებული დასახლებული პუნქტებისა და რეგიონების ამომრჩევლები ვალდებულნი არიან აირჩიონ შესაბამის თანამდებობებზე პახანის მიერ წარდგენილი კანდიდატურები.

 

მუხლი 52

 

1. საქართველოს პახანი არის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი და იკავებს ამ თანამდებობას 20 წლის ვადით ან საკუთარი სურვილის მიხედვით
2. საქართველოს პახანს შეუძლია ჩაერიოს ნებისმიერ სახელმწიფო საკითხში და გადაწყვეტილებაში.
3. პასუხისმგებლობა პახანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ეკისრება საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინსტრს, მთავრობას და მოსახლეობას".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !