რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი სასწაული

Image

პარტია „იმედის“ თავმჯდომარე ირინა სარიშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გია ჭანტურიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფებოდა.

 

 

„ადამიანური ურთიერთობები რთულია... ყველაფერს ვერ ახსნი, ვერ გადმოსცემ.

 

ხანდახან ყოველგვარი სიტყვების და ემოციების გარეშე ისეთი სასწაული შეიძლება მოხდეს, რომ გგონია, ყველაზე მაგარი ხარ და არაფერი გეშლება, სულ სხვანაირად დაგანახოს ყველაფერი, გაგათბოს, უფრო კეთილი თუ კეთილგონიერი გაგხადოს ყველას და ყველაფრის მიმართ.

 

1994 წლის 3 დეკემბერს რაც მოხდა, ალბათ ყველას ახსოვს: მოკლეს გია ჭანტურია, მერაბ ბარამია, რომელიც მე გადამეფარა გიას მანქანიდან გადასვლის შემდეგ, მრავლობითი ჭრილობების შედეგად 4 დეკემბერს გარდაიცვალა, მე მძიმედ დაჭრილი და ნაოპერაციები ვიმყოფებოდი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში.

 

ამ დროს, არ მახსოვს, რამდენ დღეში 3 დეკემბრიდან, საავადმყოფოში შემოიყვანეს კიდევ ერთი დაჭრილი - მხედრიონელი გიგა არველაძე, რომელიც გულში ნასროლით სასწაულით გადაურჩა სიკვდილს და დღეს ინვალიდის სავარძელშია.

 

საავადმყოფოში მდგომარეობა დაიძაბა: ქვედა სართულზე მე ვწევარ დაჭრილი, ხოლო ზედა სართულზე გიგაა არველაძე, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში, თან მხედრიონელი. მაშინ კი ჩვენსა და მხედრიონს შორის ურთიერთობა გასაგები მიზეზების გამო უაღრესად დაძაბული იყო.

 

ჩვენზე განხორციელებულ ტერაქტში შემსრულებლებად გიგაზე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად, სწორედ მხედრიონზე იყო ეჭვი... სიტუაცია ძალიან დაიძაბა: ჩემს სართულზე ჩემი ბიჭები და დაცვა; ზედა სართულზე - მხედრიონელები და ასევე დაცვა. რამდენიმე დღე ასე გავატარეთ ერთად... ღვთის წყალობით, არაფერი მომხდარა... ალბათ ორივე მხარის კეთილგონიერების გამო.

 

მაგრამ ეხლა სულ სხვა რამის გახსენება მინდა.

 

იმ დღეებში, ერთ-ერთ დღეს, ჩემთან შვიდი ზეთისცხების აღსასრულებლად მოვიდნენ მღვდლები, დაახლოებით ერთსაათიანი რიტუალის შემდეგ ნაკურთხი ზეთი მინის პატარა სინჯარაში ჩაასხეს და მომაწოდეს საწოლში. არ ვიცი, მაშინ რა მომივიდა ან რა გავიფიქრე...

 

ერთი რაც მახსოვს, მღვდელს ხელი მოვკიდე და ვთხოვე, ეგებ ეს ზეთი ცოტა მეორე სინჯარაშიც გადაასხათ და გიგა არველაძეს აუტანოთთქო. ყველა გაჩუმდა... მერე ქეთი მაჭავარიანმა, რეანიმატოლოგმა, რომელიც იმ პერიოდიდან ჩემი უახლოესი მეგობარია, უცებ დაავლო ხელი ცარიელ სინჯარას, მღვდელმა უხმოდ გადაასხა მასში ნაკურთხი ზეთის ნახევარი და ისევ ქეთის მიაწოდა...

 

ქეთიმ ერთი გადმომხედა, თითქოს გადაამოწმა, რამე ხომ არ გადავიფიქრე, მე თავი დავუქნიე და ისიც პალატის კარისკენ წავიდა... და ამ დროს მოხდა საოცრება: ქეთი ჯერ კიდევ კართან იდგა, რომ კარი გაიღო და პალატაში ყვავილების თაიგულით ხელში გიგა არველაძის პატარა ბიჭი შემოვიდა, მამამ თქვენთან გამომატანაო... ეს ყველაფერი წამებში მოხდა... ამ „დამთხვევამ“ კი არა, სინათლემ უზარმაზარი სიბნელე გადაფარა და ყველაფერი განათდა...

 

ამ ამბიდან კარგა ხნის მერე, გიგა სავარძლით მესტუმრა შინ და თავისი შეუდარებელი იუმორით ერთი მითხრა: „კეთილი იყოს ჩემი ბორბლები შენს ოჯახშიო“... დღეს მე და გიგა მეგობრები ვართ...“, - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !