ვუდი ალენი: ჩემს ფილმებში აღარ ვთამაშობ... რა აზრი აქვს ისეთი როლის თამაშს, რომლითაც გოგოს ვერ დაითრევ?

Image

ცნობილი რეჟისორი ვუდი ალენი აღიარებს, რომ დაბერდა და რომანტიკული პერსონაჟების როლს ვერ ირგებს, ამიტომაც, მის ფილმებში აღარ თამაშობს.წარმოიდგინე, რა საშინელება იქნებოდა მეთამაშა სკარლეტ იოჰანსონთან ერთად და მენახა, როგორ დაითრევდა მას სხვა პერსონაჟი, მაშინ როცა მე ვარ რეჟისორი“, - ამბობს ის.

 

ვუდი ალენი ყურადღებას მისი შემოქმედებისა და ზოგადად, ცხოვრების სხვა დეტალებზეც ამახვილებს:

 

-მისტერ ალენ, თქვენ მართლა გჯერათ, რომ ბედნიერება ცხოვრებაში შეუძლებელია?

 

-დიახ, ეს ჩემი აზრია, რომელიც არასოდეს შემიცვლია. მაშინაც კი, როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ჩემი ხედვა ამ საკითხთან მიმართებით საშინლად პესიმისტური იყო. წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მე ვგრძნობ, რომ ყველაფერი საზარელი, კოშმარული, უაზრო გამოცდილებაა და რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ბედნიერი იყო, საკუთარი თავის მოტყუებაა.

 

-სიცოცხლეში არსებულ დადებით მოვლენებს არასოდეს ენდობით?

 

-სიცოცხლე სავსეა კარგი მომენტებით - ლატარიაში ფულის მოგება, ლამაზი ქალის ნახვა, შესანიშნავი სადილი - მაგრამ მთლიანობაში ის ტრაგიკულია. ესაა ოაზისი, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება. როცა კარგი მომენტი ჩაივლის, უბრუნდები იმას, რასაც ჩვენი არსებობა რეალურად წარმოადგენს.

 

 

-თქვენი შეხედულებები სიყვარულის შესახებაც ასეთივე პესიმისტურია?

 

-ჩვენ გაცილებით უფრო მეტად ვართ დამოკიდებული ბედზე, ვიდრე გვგონია. ხალხი ამბობს, რომ თუ გინდა გქონდეს კარგი ურთიერთობები, მაშინ უნდა იშრომო ამისთვის. მაგრამ მსგავს რამეს ვერასოდეს გაიგებ ისეთი რაღაცების შესახებ, რაც მოგწონს, მაგალითად, სანაოსნოდ წასვლა ან ფეხბურთის მატჩზე დასწრება. შენ არასოდეს იტყვი, მე უნდა ვიშრომო ამისთვის. უბრალოდ გიყვარს და მორჩა.

 

ვერც ურთიერთობებისთვის იშრომებ; მას ვერასოდეს გააკონტროლებ. ბედმა უნდა გაგიღიმოს. თუ არ გაგიღიმებს, მზად უნდა იყო ტანჯვისთვის. ამიტომაცაა ურთიერთობათა უმრავლესობა ძალიან რთული და მტკივნეული. ადამიანები ერთად მხოლოდ ინერციის მიზეზით არიან, მათ ენერგია აღარ გააჩნიათ. რადგან მათ ეშინიათ მარტოობის ან შვილები ჰყავთ.

 

-შეიძლება, კაცს ორი ქალი უყვარდეს?

 

-ორზე მეტიც შეიძლება (იცინის). ამიტომაცაა რომანსი რთული და მტკივნეული მოვლენა, ჩახლართული და მძიმეც. შეიძლება დაქორწინებული ხარ ქალზე, რომელთანაც ბედნიერად ცხოვრობ, შემდეგ შეხვდები სხვა ქალს და ხვდები რომ გიყვარს ის. მაგრამ შენი ცოლიც გიყვარს. და ის ახალი ქალიც. ან შესაძლოა შენმა ცოლმა გაიცნო სხვა კაცი და შეუყვარდა. შენც უყვარხარ.

 

-თქვენ ხშირად ჩანდით საკუთარ ფილმებში, მაგრამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ტენდენციამ იკლო, რა არის ამის მიზეზი?

 

-ეს იმიტომ ხდება, რომ მათში ჩემთვის აღარაა კარგი როლები. წლების განმავლობაში ვთამაშობდი რომანტიკული პერსონაჟის როლს, ახლა კი ეს აღარ შემიძლია, რადგან დავბერდი. სხვა როლები კი არ მომწონს, რა აზრი აქვს ისეთი როლის შესრულებას, რომლითაც გოგოს დათრევა არ შეგიძლია. წარმოიდგინე, რა საშინელება იქნებოდა მეთამაშა სკარლეტ იოჰანსონთან ერთად და მენახა, როგორ დაითრევდა მას სხვა პერსონაჟი, მაშინ როცა მე ვარ რეჟისორი. მე ვარ ის მოხუცი კაცი, რომელიც რეჟისორია, რაც სულაც არ მომწონს.

 

-ოდესმე აპირებთ, შეწყვიტოთ ფილმების გადაღება?

 

-მე მსიამოვნებს ჩემი სამუშაო. სხვაგან სად შემიძლია ამბიციები განვივითარო? ხელოვანები ყოველთვის ცდილობენ ყველაზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიონ, მაგრამ ამას ვერასოდეს აკეთებენ. გადაიღებ ფილმს და იცი რომ შეიძლებოდა ამაზე უკეთესიც გადაგეღო. კიდევ ცდი და ისევ იგივე შეგრძნება გეუფლება. ეს გარკვეულწილად სასიამოვნოა, ყოველთვის გაგაჩნია მიზანი.

 

მე ჩემს ფილმებს იმისთვის არ ვიღებ, რომ ფული ვიშოვო და რეკორდები მოვხსნა, უბრალოდ საკუთარ ძალებს ვუწყობ გამოცდას. რა მოხდებოდა რომ ერთ დღეს სრულყოფილებისთვის მიმეღწია? რა უნდა მეკეთებინა ამის შემდეგ?

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !