ლელა კაკულია რუსეთის შესახებ: "რუსეთის ნგრევა გარდაუვალია, ამას წინ ვერავინ დაუდგება... დაქუცმაცებას ვგულისხმობ"

Image

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია რუსეთის შესახებ გადაცემაში "100 გრადუსი ცელსიუსით", 2011 წლის დეკემბერში ამბობდა:

 

„რა თქმა უნდა, რუსეთის ნგრევა გარდაუვალია, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ნგრევაში დაქუცმაცებას ვგულისხმობ. ჯერ კიდევ 1987 წელს სსრკ–ს დანგრევა, ხოლო 1997 წელს – რუსეთის დაშლა ვიწინასწარმეტყველე. მაშინ დავწერე, რომ რუსეთი ისევ მოინდომებს რაღაც ფორმით სსრკ–ს აღდგენას, მაგრამ არაფერი გამოუვა. ეს ქვეყანა საშინელ დღეშია.

 

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სამაჩაბლოს და აფხაზეთს, თქვენ წარმოიდგინეთ, საინგილოზეც მაქვს ნაწინასწარმეტყველევი და ტრაპიზონსაც გადავხედე, იქაურ ქართულ მიწებს – ეს ახლა ზღაპარივით ჟღერს და გეღიმებათ, მაგრამ არა უშავს, ბევრი რამ მაქვს ნაწინასწარმეტყველევი, რომლის ახდენის თავადაც არ მჯეროდა, მაგრამ ახდა...

 

აი, რა დავწერე 2008 წლის 20 აგვისტოს: „დასავლეთმა რუსეთი უნდა შეაჩეროს, თორემ ერთ დღეს გაიღვიძებს გერმანია და ბერლინის კედელი აშენებული დახვდება, ხოლო ნახევარი ევროპა ნამგალ–უროიანი დროშების ქვეშ გაახელს თვალებს. ამიტომ, დიდი სიამოვნებით ველოდები რუსეთთან დაკავშირებით ჩემი წინასწარმეტყველების ასრულებას, ხოლო საქართველო ნატოს ხაზით აუცილებლად გავა.“

 

ეს ციტატაა, მაგრამ აქვე გავიხსენებ: ჯერ კიდევ 1992 წელს ვთქვი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ამას ვერავინ შეაჩერებს. მაშინ ამის გამო ყველა დამცინოდა. მე 90–იან წლებშივე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთი აუცილებლად დაარტყამდა საქართველოს, მერე კი ვთქვი ასეთი რამ:

 

„რუსულ არმიას საქართველოში ვერ ვხედავ... რუსები თავიანთი ხელით გვიბრუნებენ სამაჩაბლოს და აფხაზეთს და აქედან გარბიან თავიანთი მიწების დასაცავად“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !