
მსახიობი „ბრავოში" ოთო ნემსაძეს ლობირებდა და კონკურსანტის მხარდასაჭერად ცეკვა მოამზადა, თუმცა სცენაზე „ჩუსტებით“ და კოჭლობით გავიდა.
„ჩეპე“ მომივიდა. რეპეტიციაზე ფეხი ვიღრძე.
ელენე ორიენტალი ძალიან მაგარ და ლამაზ ცეკვას მიდგამდა, მაგრამ მოვინდომე, ბევრი ვიჯაჯღანე და ეტყობა ჩემი თავი გავთვალე. მარცხენა ფეხი დამეჭიმა და გამოდის, რომ სცენაზე ცეკვის ნაცვლად ვიფართხალე.
სცენაზე ვიყავი ჩუსტებით, თუმცა კაბაში არ ჩანდა,“ - აღნიშნა ია ფარულავამ.