
რუსეთში, მარიი ელის რესპუბლიკის ორშანკის რაიონში 49 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი იური გაევი, იგივე "იურა სუხუმსკი" დააკავეს.
ინფორმაციას "პრაიმკრაიმი" ავრცელებს და წერს, რომ ის ერთერთ სოფელში, პატარა ქოხს აფარებდა თავს, როცა სამართალდამცველებმა სახლს ალყა შემოარტყეს. კრიმინალურ ავტორიტეტს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, მას 1,33 გრ. ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.