
წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, რესტორან "ნატახტარის" ეზოში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდარს შსს ადასტურებს.
წინასწარი ინფორმაციით, რესტორნის ეზოში მიმდინარე სამუშაოების დროს მოულოდნელად, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.