რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას და რა უთხრა ქვეყანამ მას (ციტატები ინტერვიუდან და გამოხმაურებები)

Image

8 ნოემბერს "პირველ არხზე" ყოფილი პრემიერმინისტრი, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და "მოამბეს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ივანიშვილმა, ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

 

ალასანიაზე, "თავისუფალ დემოკრატებზე", კოალიციას და ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებაზე:

 

"...თუ ეს პოლიტიკურად გათვლილი და გაკეთაბდი იყო, სწრედ რომ პირიქით ჩანს მოვლენები როგორც განვითარდა. თავისუფლად შეეძლო იმ პოლიტიკოსს ვინც ეს დაგეგმა, დალოდებოდა დაბრუნებას თავდაცვის მინისტრის, მისთვისაც გაეცნო ერთი საათით ადრე, რომ ასეთი რამ მოხდება უწყებაში და შემდგომ განვითარებულიყო მოვლენები. რა უშლიდა ამას ხელს?

 

შეიძლება სწორედ ის, რომ პროკურატურამ ეს გააკეთა პოლიტიკურად არაკორექტულ დროს, მაგრამ უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და არაფერი კანონი არ დაურღვევია. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით აჩვენებს.";

 

"კრიზისის მსგავსი რამ შეიძლება იყო რაღაც მომენტში, მაგრამ პრაქტიკულად უკვე დალაგებულია ყველაფერი. არაფერი კითხვები აღარ რჩება. კოალიციაშიც იყო კრიზისი რა თქმა უნდა.

 

ნორმალური მოვლენაა. ეს ხდება ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, ისევე როგორც კოალიციიდან გამოდიან პარტიები და ისევ შედიან. ის რაც მოხდა ახლო მომავლისთვის კარგი არ არის, იმის შემდეგ რაც ყველაფერი დალაგდება და კითხვებს პასუხი გაეცემა სტრატეგიულად ქვეყანას არ დააზარალებს და შეიძლება სასიკეთოც აღმოჩნდეს. კონსტრუქციული ოპოზიცია რომ გაჩნდება პარლამენტში ამაში ცუდი არაფერია."

 

მე ვუთხარი ირაკლის, რომ არ გიღირს ასეთ სიტუაციაში თავმჯდომარედ არჩევა. როდესაც ლიდერზე არის სერიოზული შეკითხვები, როგორც წესი, ის რომ თავმჯდამარე ყოფილიყო, უნდა გადამდგარიყო, რომ თუ შეკითხვებია ლიდერთან, მან არ უნდა დაამძიმოს თავისი თანაგუნდელები, მან არ უნდა დაამძიმოს პარტია, რომელიც მისთვის ძვირფასია.

 

ის არათუ არ გადადგა, არამედ ამდენი შეკითხვების ფონზე თავმჯდომარედ არჩევა ისურვა, რაც ჩემი აზრით, არის მცდარი. ყველა მოვლენას 2016 წლის არჩევნებისთვის და სხვა მოვლენებისთვის აუცილებლად მიეცემა სწორი შეფასება";

 

"ირაკლი ალასანიას და მე საჯაროდ, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირაც ძალიან ბევრი კამათი გვქონია რა უნდა თავდაცვის სამინისტროს საკვებით მომარაგებაში ნაციონალური მოძრაობის დროინდელ კომპანიას. 

„ირაკლი ალასანიამ ოთხივე ტენდერი ჩაშალა ჩემმა ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა. სადაც შევხვდებოდი ირაკლის ყველგან ამას ვეუბნებოდი. მთავრობის სხდომაზეც ორჯერ გვქონდა ძალიან მკვეთრი საუბარი. ვერაფრით ვერ მოვახერხე მისი გადარწმუნება. ეს მოწამვლების თემაც აგორდა და იქაც მკვეთრი საუბარი მქონდა. როგორმე მიხედე და გამოძიება დაიწყეთქო.

 

რაც მთავარია ირაკლის საჯაროდ, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირაც ძალიან ბევრი კამათი გვქონია რა უნდა იქ ნაციონალური მოძრაობის დროინდელ კომპანიას რომ ამარაგებსთქო. დღესაც ელფი ქვია იმ კომპანიას თუ რაღაც ისაა ისევ. ოთხივე ტენდერი ჩაიშალა და ეს კომპანია რომელიც ოთხივე ტენდერში მონაწილეობდა და ოთხივე წააგო, იმიტომ რომ მას დიდი ფასები ქონდა, თუმცა პირდაპირი წესით დარჩა მომარაგებაში. ეს კითხვებს იწვევს“.

 

ახალი საზოგადოებისა და გადაცემა "2030", ასევე მათი მიზნების შესახებ:

 

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ აზრს დღეს "რუსთავი-2" აყალიბებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციითაა დაკავებული. მისი აზრით, საზოგადოება მოკლებულია "ჭეშმარიტ ანალიზს" და სწორედ ამ მიზნით მან "საზოგადოება 2030" შექმნა და იგივე საზოგადოება ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ამავე სახელწოდების პროექტს შესთავაზებს საზოგადოებას, რომელიც ორშაბათიდან პარასკევის ცათვლით გავა ეთერში, ხოლო კვირაში ერთხელ თავადაც ამ გადაცემის თანაწამყვანი იქნება. ივანიშვილის თქმით, ის აპირებს ანალიტიკოსების მომზადებას ახლადშექმნილი საზოგადოების ფორმატში:

 

"ეს ვაკუუმი, ეს სივრცე რაც შეიქმნა, რომ "რუსთავი2" აგიტაციას უკეთებს "ნაციონალურ მოძრაობას", სხვა ტელევიზიებს ბიზნესინტერესების გარდა შეიძლება სხვა ინტერესები ჰქონდეს, ჩემი აზრით ობიექტური ინფორმაციის და ობიექტური ანალიზის ვაკუმი გაჩნდა. და ეს აბნევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს თუ ექსპერტს და ბევრ შეცდომებს უშვებენ. ის 20 წელიწადი რაც მე ვთქვი, რომ აქტიურად ვიმოღვაწევებ და დავდგები იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოწვევაა, ერთ-ერთ გამოწვევას მე ვხედავ, ერთ-ერთს და არა ერთადერთს, იმის, რომ კვალიფიციური ანალიზი აკლია ამ მიმართულებით.

 

გარდა იმისა, რომ ანალიტიკოსების მომზადებას ვაპირებ და დაწყებულიც მაქვს, შევქმენით ასეთი საზოგადოება 2030 და ვთქვათ, 2 წელიწადი, რაც ვთქვი, თანმიმდევრული რომ იყოს, იმ 20 წლიდან რომელსაც მე ვახსენებდი 2 წელიწადი უკვე ამოვწურეთ. ერთი წელი ვიყავი პოლიტიკაში და ერთი წელი რაც წამოვედი იმის შემდგომ, პირობითად 18 დარჩა, არ დავუმატე ვთქვათ 2032 გამოდიოდა, დავამრგვალეთ და საზოგადოება 2030 შევქმენით.

 

ამ საზოგადოებაში ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნებაა უკვე გაერთიანებული და გარდა ანალიტიკოსების მომზადებისა, გარდა იმ სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მივიღებთ მონაწილეობას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება 2030 წლისთვის. სტრატეგია 2030 წელი ძირითადი ლოზუნგი ჩვენი გახლავთ ილიას სიტყვები, რასაც ძალიან ხშირად ვიმეორებდი პოლიტიკაში ყოფნის დროს, "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და ჩვენი საკუთარი წარმატებები ვეძებოთ საერთო ერის წარმატებებში და არა ცალკე", აი სწორედ ეს მუხტი გვაერთიანებს ჩვენ ხალხს, ვინც ვართ და ვინც შეიძლება შემოგვემატოს კიდევ.

 

ყველა ჩვენი ანალიზი, ყველა ჩვენი აქცენტი გაკეთებული იქნება მხოლოდ საზოგადოების საერთო ინტერესებზე და სანამ გამოვიტანთ ამას საჯაროზე, ჩვენს დამოკიდებულებას ნებისმიერ მოვლენასთან, შიგნით მოვთელავთ, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე კერძო ან პირადი ინტერესები.

 

ამავე საზოგადოებას და ამავე სახელით, 2030 - ტელეპროექტი გვექნება, სადაც კვირაში ერთხელ, კვირაობით ალბათ, მე პირადად. ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე 2030 საზოგადოების, 2030 – ოცი ოცდაათად დავამრგვალეთ და ეს სახელი გვინდა შევინარჩუნოთ. პროექტსაც იგივე სახელი დავარქვით. ალბათ ყოველდღიური ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა, სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ მოწვეული ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადოება 2030-დან და ესევე გარედან საინტერესო პიროვნებებით მოხდება ანალიზი.

 

სტრატეგიაზეც, როდესაც არსებული მოვლენები არ იქნება იმდენად საინტერესო და დაგვრჩება ვაკუუმი და სტრატეგიაზეც ვისაუბრებთ და სხვადასხვა თემებს შემოვიტანთ ჩვენ მიერ გადამუშავებულს. და კვირაობით მე მოვახერხებ 1 საათის განმავლობაში 3 წამყვანთან ერთად, ძირითადი ანალიზი გავაკეთო.

 

მე წამყვანი საერთოდ არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. თანაწამყვანობა როდესაც მე ვთქვი და რაც ძალიან არ მოეწონა ბევრს, მაგრამ ამაშიც არავითარ ტრაგედიას არ ვხედავ ამ როლის შესრულებაც რომ მომიწიოს";

 

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტზე:

 

 

"პრეზიდენტმა ეს ვეტო დაადო იმიტომ, რომ ვეტოს დადების სურვილი გააჩნდა. ეს იკვეთება, რომ მას უნდა აჩვენოს რომ ვეტოს დადება შეუძლია. ისევე როგორც, თუ გნებავთ მისი ბოლო ვიზიტი. პარალელი რომ გავავლოთ, პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლობასა და მის ბოლო ვიზიტთან ავსტრიაში.

 

როგორც მე წავიკითხე, ის იმყოფებოდა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნების გაეროს მეორე კონფერენციაზე. საბედნიეროდ ზღვაც გვაქვს და ზღვაზე გასასვლელიც. ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ ვიზიტებზე მისი რამდენი სკანდალი იყო. და როგორც ავსტრიაში ამ კონფერენციაზე ვიზიტისთვის წავიდა. როგორც ვიზიტი ჰქონდა ვიზიტისთვის, ისე ვეტო დაადო ვეტოსთვის.

 

მე მინდა შევახსენო პრეზიდენტსაც და მის ადვოკატებსაც, რომლებიც ყველა მის ქცევას, რაზეც მე აქცენტები გავაკეთე, მასზე თავდასხმად ასახელებენ და აპრავებენ. არც ერთ მის მოქმედებაზე რაც მე დავასახელე არც მას და არც მის ადვოკატებს ახსნა არ მიუციათ. აბა გაიხსენეთ. გავაკეთე აქცენტი პრეზიდენტის სასახლეში და ჩემზე ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებს და როგორ გაბედა ამის თქმაო, მისი ადვოკატები ამბობენ. ამ დროს კითხვაზე ახსნა განმარტება არა გააკეთა, რომ წელიწადში მინიმუმ 2-3 მილიონი ზედმეტი იხარჯება. არავინაც არ გააკეთა.

 

მეორე, პროკურატურის თხოვნის მიუხედავად სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში, სააკაშვილს უკანონოდ დადებული გრიფით საიდუმლო არ მოუხსნა მის ხარჯებზე. სანამ საჯარო არ გახადა ეს პროკურატურამ და ა.შ ეს ყველაფერი გაგებით თუ გაუგებრად, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში ჯდება მთლიანად. სასახლეში შესვლა, რომ ყოფილ პრემიერს გრიფს არ უხსნის, რომ ასეთ კონკურენციაშია მთავრობასთან. არ მოხდეს ის, რომ როგორც გამონათქვამია - ვის წინააღმდეგ მეგობრობთო.

 

მე არ მაქვს დიდი ეჭვები, რომ ეს ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობს, მაგრამ მისი ქმედება და ნაციონალური მოძრაობის ქმედება და ინტერესები ძალიან დიდ თანხვედრაში მოდის. პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებს თავად პრეზიდენტის ქმედება". 

 

ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრზე და კულისებიდან ქვეყნის მართვაზე:

 

"პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება. ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელი, რა თქმა უნდა, თუ გინდ ეს განცხადებები რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე მიუღებელი იყო აბსოლუტურად და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აქ აჩვენა, რომ პოლიტიკურად ნაკლები პრაქტიკა აქვს გავლილი.

 

ეს გამომჟღავნდა, მაგრამ არის ძალიან გულწრფელი, ძალიან ეფექტური, ძალიან ენერგიული, 24 საათს მუშაობს პირდაპირი მნიშნველობით. მეც ვუწუნებ პრემიერს პოლიტიკურ სიმწიფეს. ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო და საერთოდ, არაერთხელ მირჩევია ირაკლისთვის, ეს ახალგაზრდობით მოუვიდა";

 

 

„რას ნიშნავს კულისებიდან ვმართავ?! ნაცები როცა აკეთებენ ამ განცხადებას, გასაგებია და აღარ ვპასუხობ. ისინი ამბობენ, რასაც გინდა. მაგრამ პოლიტიკოსი, რომელსაც თავის სიტყვებზე არგუმენტები უნდა ჰქონდეს და პასუხი უნდა აგოს, რას ნიშნავს, რომ ივანიშვილი კულისებიდან მართავს?!

 

პრეზიდენტი როცა აცხადებს ამას, თუ მას საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება შეუძლია, - ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი არ იმსახურებს, რომ ის კულისებიდან იმართებოდეს. ეს არის აბსოლუტურად ეფექტური მინისტრი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს. მერე შეუძლებელია მთავრობის კულისებიდან მართვა, ვისაც წარმოდგენა აქვს საერთოდ მართვაზე, წარმოუდგენელია.

 

6 თვე ურეკში ვიჯექი მე, ერთხელ ვნახე მარტო ღარიბაშვილი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოიმართოს. მერე მე როგორ შეურაცხყოფას მაყენებენ. ნაცებს მე პასუხს არ ვცემ ეგენი უკვე ლანძღვაზე გადავიდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ მე, ჩემი ბიოგრაფიით, ჩემი წარსულით, გნებავთ უახლოესი წარსულით, მოვედი, შეუძლებელი რაც ეგონათ ნაციონალურ მოძრაობას და მთელ მსოფლიოს, გავაკეთეთ და ამაში ჩემი წვლილი იყო საკმარისი და განცხადებები გავაკეთე, რომ მოვალ, დავალაგებ და წავალ. იმიტომ, რომ მე პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ მაქვს და სხვა რამეს გავაკეთებ.

 

ყველაფერი თანხვედრაში მოვიდა. ყველაფერი გავაკეთე ისე, როგორც ვთქვი. თუ მინდოდა პოლიტიკაში ყოფნა და მართვა, ვინ მიშლიდა ხელს. მესმის, რომ კულისებიდან შეიძლება მართოს იმ კაცს, ვისაც ლეგიტიმური უფლებები არ ჰქონდა ამის. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არის. ვიღაც ანალიტიკოსებმა რომელიღაც ტელეკომპანიებში თქვეს, რომ უამრავი პრეცედენტი იყო, მაგრამ ვერც ერთი მე პირადად ვერ ვნახე. მოვედი, ყველაზე რთული მომენტები დავალაგე და თანამდებობის პიკში წავედი პოლიტიკიდან. საიდან უნდა მქონდეს ნორმალურ ადამიანს, საღად მოაზროვნე ადამიანს იმის განცდა, რომ კულისებიდან ვმართავ, გარდა ნაცებისა.

 

ყველა ბერკეტი მქონდა, ყველა უფლება ლიგიტიმური, რომ მემართა და მართვაც შემიძლია. რატომ უნდა გაუჩნდეს ასეთი კითხვები ვინმეს. ნაცებს არ ვცემდი პასუხს, მაგრამ პრეზიდენტს პასუხს ვცემ. შეურაცყოფაა მთავრობისადმი, შეურაცხყოფაა ჩემდამი. აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო.

 

ყოფილმა პოლიტიკოსმა შეიძლება მისცეს რჩევა ყველგან მთელ მსოფლიოში. დამალული არაფერი არ არის, არც მე ვმალავ და არც ირაკლი. ირაკლი რაც დრო გადის, ნაკლებს მაწუხებს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუ თვეში ერთხელ მირეკავდა ან კვირაში ერთხელ, შეიძლება ორი თვე გავიდეს არ დამირეკოს";

 

"მე, როგორც მოქალაქეს, თანაბარი დამოკიდებულება მაქვს ყველა პოლიტიკოსთან. არ არსებობს ჩემთვის არავითარი ფავორიტი და არავითარი ლიდერი. ლიდერი და ფავორიტი ჩემთვის არის ის, ვინც სწორად ემსახურება ჩემს ქვეყანას. ღარიბაშვილს მოუვა შეცდომები? გარწმუნებთ, რომ ყველაზე მკაცრად და ყველაზე პირველი მე გავაკეთებ რეაქციას. სააკაშვილისგან უამრავი მადლობა მიმიღია. არც ის ეგონოს ვინმეს, რომ პრემიერმინისტრტთან მეგობრობა მიხარია...";

 

ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე":

 

„ნაციონალური მოძრაობა ჩვენი ნაძარცვი ფულით ლობირებას ახერხებ და ქულები აქვს დაწერილი. ატყუებდა ევროპას და ამერიკას და საუბედუროდ მათ დღესაც აქვთ გავლენა მოვლენების შეფასებაზე და ეს მცდარი ინფორმაცია გადადის ევროპაში და ამერიკაში რაც აზიანებს ჩვენს ქვეყანას“.

 

გამოხმაურებები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე (ახლდება პერიოდულად)

 


ზურაბ ჯაფარიძე - საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობა":

 

 

"ალასანიამ ევროატლანტიკურ კურსზე შეტევაში არ მიგულისხმია რომ ამას ივანიშვილი აკეთებსო;

 

მარგველაშვილმა კულუარებიდან მართვაში არ მიგულისხმია ივანიშვილიო;

 

უსუფაშვილმა, ალასანიას შეკრებაზე, ნაციონალები დაღმართზე არიანო;

 

ივანიშვილმა ნაციონალები მისმენენო;

 

2030-ში გვეყოლება ანალიტიკოსები, რომლებიც აგვიხსნიან რომ ეს ყველაფერი ნორმალურია”.

 

ალექსი პეტრიაშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:

 

"როდესაც პრემიერ მინისტრ ირაკლის მამაშვილურად, უკაცრავად და, ტუქსავ, თავისუფალ დემოკრატ ირაკლის კი საბრალდებო დასკვნას უკითხავ, რბილად რომ ვთქვათ, არ ჩანს ტელევიზორიდან ლამაზად;

 

როდესაც პარტიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ბრალს უყენებ, მის თანაგუნდელებს კი აქებ, თქვენ კარგები ხართ, ლიდერთან კი კითხვები მაქვსო, თავისუფალი დემოკრატებისთვის გზავნილს ნიშნავს, ეს გზავნილი კი თავისუფალი დემოკრატებისთვის დამცირებას ნიშნავს!

 

სადღაც, რომელიღაც რაიონულ ფრაქცია/ებში, სუს-ის "ხელშეწყობით"შეიძლება კიდეც იმუშაოს მაგ გზავნილმა, მარა საბოლოო ჯამში თავისუფალ დემოკრატებს კიდევ უფრო შეკრავს! მიშას სასტიკმა მანქანამ ვერ დააზიანა ჩვენი ერთობა!

 

ისიც უნდა ვთქვა, რომ თავისუფალი დემოკრატების გაძლიერებას ყველაზე მეტად თავად ბიძინა ივანიშვილმა შეუწყო ხელი! ახლაც ასეა რომ იცოდეთ! ნებსით გამოდის თუ უნებლიედ, ჯერ ამოუცნობია, კარგ ჩაანალიზებას ითხოვს!

 

მოკლედ! რაც მოხდა, მოხდა! მგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის! ამიტომ ნუ შეუშლით ხელს თავისუფალ დემოკრატებს დიდ ავიაციაში დამოუკიდებლად დამკვიდრებას, პილოტიც კარგი გვყავს, საგულდაგულოდ შერჩეული, შტურმანიც და მთელი crew-ც! გვაცალეთ ბატონო, გვაცალეეთ!".

 

ლევან რამიშვილი, პროფესორი: "საქართველოს ივერთა სოციალისტური ჯამაჰირიის დიდი ბელადის კითხვას პასუხს რა უფლებით არ სცემდა თავდაცვის მინისტრი?";

 

მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი, "ნაციონალური მოძრაობა": "შეგნებულად არ ვწერ დღევანდელ ინტერვიუზე... ლანძღვა-გინება-დაცინვა არ დაუკლიათ, +1 ეგეთი მოსაზრება მაგას არ გააჩუმებს და აბა საქებრად ენა არ მიბრუნდება".

 

ელისო კილაძე, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთ. რედაქტორი: "რუსთავი 2 / Rustavi 2 -ჰე,გამოტყდით ახლა როგორ უსმენდით ირაკლი ალასანიას და საიდან გაიგეთ რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მიდიოდა. Nanuka Zhorzholiani ისევ გახსენა და შენ მგონი ,იატაქვეშეთში ხარ გადასული საერთოდ,მას მერე აღარ გამოჩენილხარ. კანეც სვიაზი".

 

სერგო რატიანი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობა": "როგორც იქნა, მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, ერთ საკითხზე მაინც, საერთო ნაციონალური თანხმობა შედგა - საქართველოს პრემიერი პოლიტიკურად უმწიფარია".

 

ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: "კაცო, ბიძინა ივანიშვილი რომ აცხადებს, ქვეყანას ტყვია-წამლის ფული არა აქვსო, ეს სახელმწიფო საიდუმლოების გამხელა არ არის? მეზარბაზნეები თუ დაგვრჩა, მეზარბაზნეები? სანამ ექსპერტებს და ჟურნალისტებს გაგვწვრთნის, იქნებ თვითწვრთნაც სცადოს? რა ვიცი, მედიტაცია არ უშველის? აბა, სწავლებას ვინ გაუბედავს?! აგერ, მე ვცდი და მომისმენს ვითომ?".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !