
„ბრავოს“ მორიგი სეზონზე ია ფარულავა ოთო ნემსაძის, ხოლო ლალი მოროშკინა კილენკა ზვიადაძის ლობისტები იყვნენ.
ფარულავამ ცეკვა დადგა და ფეხი იღრძო, თუმცა მაინც იცეკვა. პროექტის მსვლელობის დროს, წამყვანმა თინა მახარაძემ მახიობს ძველი წყენა გაუხსენა.
ყურადღებას ვაქცევ ქალის ვარცხნილობას. როდესაც ლამაზია ქალი, მინდა ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდეს. მე გარეგნულად მომწონს თინა მახარაძე, მაგრამ არ მომწონდა მისი დახუჭუჭებული თმები.
მეგონა ეს არის გოგო, რომელსაც ეზარება სალონში სიარული. ერთ-ერთ შოუში გასწორებულ თმა ჰქონდა და ძალიან უხდებოდა. სწორედ ეს დავწერე „ფეისბუქზე“ და ამას მოჰყვა აჟიოტაჟი, მაგრამ ამ ჩემს კომენტარს უამრავი ლაიქიც აქვს.
ის კი არ მითქვამს, რას გავს ეს გოგო-თქო, უბრალოდ ვთქვი, რომ უხდებოდა გასწორებული თმები და ეს გამიხსენა სცენაზე.
ვფიქრობ გრძელი თმები დაამ„დიდ შვენებდა,“ - აღნიშნა ია ფარულავამ.
„ფეისბუქზე“ დააკომენტარა რაღაც იამ და ამაზე ვიხუმრეთ და ვიცინეთ უბრალოდ. მე ვგიჟდები ჩემს ვარცხნილობაზე, რაც ყველაზე მეტად მევასება და ვაწვები არის ის, რომ ბოლომდე ისეთი ვიყო, რაც ვარ.
უამრავი კითხვა მომდის, რა ჰქვია ჩემს ვარცხნილობას, რაზეც პასუხი არ მაქვს. მე თვითონ ვიჭრი თმას, ჩემნაირი ვარცხნილობით ბევრი გოგო დადის თბილისში, მე ვიცი, რომ სალონებში მიდიან და ეუბნებიან, ანკასნაირი ვარცხნილობა გვინდაო,“ - ამბობს თინა მახარაძე.
ambebi.ge