-
2014-11-07 23:32
„ნიჭიერის“ მონაწილის, ამალია ჯიბლაძის აქამდე უცნობი ფოტოებიდან ერთ-ერთმა განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ამ ფოტოზე თეთრქუდიანი ამალია ჯიბლაძეა გამოსახული.
პიჯაკში გამოწყობილი სცენაზე მომღერალი ახალგაზრდა მამაკაცი, პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას მიამსგავსეს. ირაკლიმ საზოგადოებას სოციალური ქსელში ოფიციალურად მიმართა.
„ეს ხალხი გამაგიჟებს. მე რა შუაში ვარ, საერთოდ ვერ ვხვდები.. რა სისულელეებს მწერთ, ან საერთოდ, რას წერს ეს ხალხი, ვერ ვხვდები.. თურმე მე და ამალია ძველი ნაცნობებიც კი ვყოფილვართ და ერთადაც გვიმღერია.. სად არის აბა ფოტოები მანახეთ, ან ამ ფოტოზე მე ვარ?
დავიჯერო ასე დაბრმავდა ერი? ღმერთო ჩემო, აშკარად ჩემი გაგიჟება უნდათ ან თავად არიან გიჟები და საერთოდ ყველანი შემეშვით და შეეშვით ამალიას, ბარეორმა იმღეროს ისე, როგორც ამალია მღერის და შეედაროს მავანი!..
ამალია მე შენ მიყვარხარ, შენ ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ დედამიწის ზურგზე და არ დაიჯერო ის ჭორი, რასაც ჩემზე ავრცელებენ.
ამას განგებ თხზავენ იმიტომ, რომ ბოღმა და შური ჩააგდონ ჩვენს შორის, მსგავსი სიტყვები არასოდეს მითქვამს, რომ შენი მტერი ვარ, პირიქით გამოვედი და დაგიცავი და ასე იქნება მუდამ..", - წერს ირაკლი ლომაია.
