როგორ ეხმარება ნიკა კუჭავა ხალხს მარტივი ფულის შოვნაში

Image

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნიკა კუჭავა „პალიტრა TV“-ის ეთერში ახალი გადაცემის წამყვანი გახდა,რომელშიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება, ფული მარტივად მოიგოს.

 

 

„მარტივი ფული“  ნოემბრიდან გავა ეთერში. თამაში ფულზეა. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და მიუხედავად იმისა, იცის თუ არა მოთამაშემ კითხვაზე სწორი პასუხი, მაინც შეუძლია გააგრძელოს თამაში და ჰკითხოს პასუხი ნებისმიერ გამვლელს.

 

სწორი პასუხის შემთხვევაში იღებს ათ ლარს. ხუთი კითხვა უნდა დავუსვა მოთამაშეს, აქედან გამომდინარე 50 ლარზეა თამაში. მერე იქნება სუპერთამაში. იმ შემთხვევაში, თუ დამთანხმდება მოთამაშე სუპერთამაშზე, სიურპრიზი ელოდება.

 

კონვერტში შეიძლება ხუთასი ლარი იყოს, შეიძლება 50 ლარზე ნაკლები. საკმად ხალისიანი და აზარტული თამაშია. კითხვები არაა რთული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ გასცემს კითხვაზე სწორი პასუხი, კარგად თუ დაფიქრდება.

 

ადამიანის თამაშზე დათანხმებაში ბევრი დრო იკარგება. რაც შეიძლება, ხუთ წუთში ჩაწერო, სამი საათი გვიწევს ''ჩალიჩი''. უმარტივეს კითხვაზე ძალიან ბევრმა არ იცის პასუხი... მაგალითად, მახსოვს ვეკითხებოდი, რომელ სანაპიროზე ვიმყოფებით-მეთქი და ათიდან ცხრამ არ იცოდა.

 

მოკლედ, ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ და ყველას გირჩევთ, რომ პალიტრის ეთერში ნოემბრიდან შემოგვიერთდეთ,“ - აცხადებს ნიკა კუჭავა.

 

reitingi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?