
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე გავიდნენ „ქართული ოცნების” კოალიციიდან.
ისინი საქმიანობას ცალკე ფრაქციად განაგრძობენ. „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში სამი დეპუტატით იყვნენ წარმოდგენილი.
ფრაქციიდან მათი გასვლის მიუხედავად როგორც ბათუმის საკრებულოში აცხადებენ კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში რჩება.
„თავისუფალი დემოკრატები უმრავლესობას ტოვებენ ქალაქ გორის საკრებულოშიც. ამის შესახებ ისინი დღეს ოფიციალურ განაცხადებენ.