
„ნიჭიერში“ შთამბეჭდავი „რუმბას“ შემსრულებლები 27 წლის მოცეკვავე ქეთევან ზაზანაშვილი და ეტლით მოსარგებლე 24 წლის თემურ არაბიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში კონკურსის დღეს იხსენებენ.
როგორც თემო ჰყვება, „ნიჭიერში“ წარმატებული გამოსვლა არ აღუნიშნავს, რადგან სცენაზე გასულს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, რაც ქეთისაც კი არ გაუმხილა - არ უნდოდა ქეთის დედას ენერვიულა და გამოსვლაში ხელი შეშლოდათ.
„იმ დღეს მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. სცენაზე რომ გავედით, გავითიშე.
არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი...
იმ ღამეს „სასწრაფოს“ გამოძახებაც კი დამჭირდა...“, - იხსენებს თემურ რაბიძე.