
დღეს დილით ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მშობიარობის მიღება სახლის პირობებში მოუხდათ.
ქალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, თუმცა უფროსი შვილი საბავშვო ბაღში ჰყავდა მისაყვანი, რის გამოც სასწრაფო-დახმარების გამოძახება დააგვიანა.
ბავშვი მამრობითი სქესისაა, დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
ისინი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.
„ინფო 9“