
2014 წლის აგვისტოში პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში, NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობდა და მას 60 პროცენტი ჰქონდა.
კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზე იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 54%-ით.
პოლიტიკოსთა რეიტინგი გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა.
პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრის გადაყენებას სოციალურ ქსლებში აქტიურად განიხილავენ.
ვრცელდება სახალისო ფოტოშარჟი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი „ფიფქია და 7 ჯუჯას“ ბოროტი დედოფლის როლშია გამოყვანილი, რომელსაც მასზე რეიტინგული ირაკლი ალასანიას შური მოსვენებას არ აძლევს.
ბექა ადამაშვილის ფოტოშარჟი
ambebi.ge