
25 იანვრის დღის ფოტოს უკრაინულ ფორუმებზე კიევში, ინსტიტუტის ქუჩაზე გადაღებული ფოტო დასახელდა.
ფოტოზე ნეფე–დედოფალია გამოსახული. ჯვრისწერის დაწყებამდე წყვილმა ინსტიტუტის ქუჩაზე გაიარა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართება და რომელიც ამ დრომდე გაუვალია. ამ ჟესტით ნეფე–დედოფალმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.