ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სასწაული მოახდინა და როგორ შეიძლება დაუშვა, რომ სააკაშვილი ამ რეალობას შეცვლის?

Image

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რეაქციაში“ კიდევ ერთხელ იმეორებს ბრალდებებს „ნაციონალური“ მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის წინააღმდეგ და ამბობს, რომ მათ გეგმაში არეულობაა, თუმცა, სახელმწიფოს რეაქცია დაუნდობელი იქნება.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არეულობის მოსურნეებსა და პროვოკატორებს საკადრის პასუხს გასცემს და ეს პასუხი „უკომპრომისო და დაუნდობელი“ იქნება. მისივე თქმით, ერთი კი არა ათი და ასი სააკაშვილიც ვერ შეცვლის რეალობას:

 

„არათუ 1 სააკაშვილი, არამედ 10 და 100 სააკაშვილიც ვერ გაბედავს და ვერ გააკეთებს ვერავითარ არეულობას. ისინი მიიღებენ ძალიან მწვავე და უკომპრომისო რეაქციას სახელმწიფოსგან. სააკაშვილის ერთადერთი საზრუნავია, ქვეყანაში სიტუაცია აირიოს, რაღაც მოხდეს. მაგრამ მეორეა რეალობა.

 

მინდა შევახსენო ყველას, რომ არავინ წამოეგოს სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ბინძურ პროვოკაციებს სახელმწიფოსა და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი სახელმწიფო იქნება დაუნდობელი ასეთი ბოროტი განზრახვის წინააღმდეგ. მათივე სიტყვებით მინდა მივმართო - არც კი იფიქრონ ამაზე.

 

კონკრეტულად ის ინფორმაციაა, რომ ეს ძალა ყოველთვის იქნება მოწოდებული, რომ ქვეყანაში აირიოს სიტუაცია, მოხდეს დესტაბილიზაცია, მაგრამ მეორეა სახელმწიფო ამას არ დაუშვებს არასოდეს. ინფორმაციები გვაქვს, რომ ისინი რაღაცეებს გეგმავენ მუდმივად, მაგრამ სახელმწიფო ამას ძალიან მკაცრად უპასუხებს";

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებისთვის ფულის გადახდის შესახებ ინფორმაციის არსებობაზეც ისაუბრა:

 

"მათ უხდიან 15-დან 50-ლარამდე. მათ სურთ ჩამოიყვანონ რამდენიმე ასეული ადამიანი და ერთმანეთი აცემინონ და შემდეგ თქვან, რომ აი მთავრობამ მოაწყო პროვოკაცია. მათ თავში მუდმივად ასეთი იდეები და აზრები ტრიალებს. მათი ეს მცდელობა არის სასაცილო. იგივეა, რომ შალვა ნათელაშვილმა დაგეგმოს რაღაც. შალვა ნათელაშვილი არის ძალიან ახლობელი სააკაშვილის. რაც არის ნაციონალური მოძრაობა, იგივეა ნათელაშვილი. ერთ დონეზე არიან დასულები უკვე.

 

სააკაშვილი, რომელსაც ჰყავდა ჯარი, პოლიცია, ფული, დიქტატურა ჰქონდა გაფორმებული, ვერ დაუპირისპირდა და ვერც გაბედავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას. მოვედით ჩვენ, და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სასწაული მოახდინა და შეცვალა ეს რეალობა.

 

როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა დაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ რეალობას შეცვლის? ეს ყალბი რეალობაა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ტელევიზიები და მისი მხარდაჭერები ქმნიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „რეაქციაში“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !