
ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენებები 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებმა, მათ შორის გია ბურჯანაძემ და ნონა გაფრინდაშვილმა მისცეს.
ნონა გაფრინდაშვილმა დაადასტურა, რომ აქციის მონაწილეების მიზანი აწ უკვე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ თავმოყრისას, მეორე რეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლა იყო:
„დიახ, ჩვენ ვთვლიდით, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 2008 წელს გორში მიწაზე ფორთხავდა, არ ჰქონდა მორალური უფლება, ჩაეტარებინა აღლუმი“, – განაცხადა სახელგანთქმულმა მოჭადრაკემ სასამართლო პროცესზე.
მოწმესა და მერაბიშვილის ადვოკატებს შორის ასეთი დიალოგიც წარიმართა:
ადვოკატი - თუ გახსოვთ, უჩავას დაკავებისას აქციის მონაწილეებმა მანქანა დააზიანეს.
ნონა - ეგ რა დაზიანება იყო? საქარე მინა ჩატყდა მარტო. მხოლოდ მინა კი არ უნდა ჩაეტეხათ, არამედ პოლიციელებიც უნდა დაეკავებინათ.
ადვოკატი - ჰქონდათ თუ რა აქციის მონაწილეებს პლასტმასის ხელკეტები?
ნონა- ცოტა სერიოზული კითხვები დამისვით, რა არის ეს...
ადვოკატი - როდესაც მერიის თანამშრომელმა გაცნობათ, რომ აქციის ვადა ამოიწურა. რა მოხდა შემდეგ?
ნონა - შალვა ხაჭაპურიძემ კონსტიტუცია წაიკითხა და გაიქცა იქიდან, სხვათა შორის...