-
2014-10-31 19:01
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები.
პროკურორის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასაპატიმრო ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ზეგავლენა მოეხდინათ მოწმეებზე. დაცვის მხარე კი, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატ ლევან სამუშიას შეფასებით, სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მოსამართლემ დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა.
4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 28 ოქტომბერს დააკავა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შეგიძლიატ იხილოთ ,,ტაბულას" სიუჟეტი