უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები „ბარამბოს“ და ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიას’’ ესტუმრნენ

Image

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“, უკრაინული კომპანია ADVISER-ის ორგანიზებითა და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური სპონსორობით,  საერთაშორისო კონფერენცია “QUALITY & SALE  2014“  გაიმართა.

                                                

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელების პირველმა პირებმა, რომლებთანაც სხვადასხვა ქართული კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაემართათ პირდაპირი მოლაპარაკებები წარმოების და საკუთარი პროდუქციის შეთავაზების მიზნით. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინული კვების პროდუქტების, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და სასომხეთის სავაჭრო ქსელებისა და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.

 

ღონისძიების  ფარგლებში,  სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სავაჭრო  ქსელების  წარმომადგენლები ლუდსახარშ  „ზედაზენს“  ეწვივნენ და ადგილზე გაეცვნენ ქარხანაში მიმდინარე წარმოების  პროცესებს.

 

„მსგავსი სახის  ღონისძებები მართლაც  ძალიან მნიშვნელოვანია  ბიზნესის განვითარებისთვის.   თავად ის  ფაქტი, რომ  მთლიანად  ბიზნეს ფორუმის   ყველა მონაწილემ, უკლებლივ  გამოთქვა  სურვილი რომ   ადგილზე  დაეთვალიერებია  ჩვენს  წარმოებებში, ბარამბოსა და  „ზედაზენში“ მიმდინარე საწარმოო პროცესები, ჩვენთვის  საამაყოა  და  გვაძლევს  სტიმულს   კიდევ უფრო მეტად  განვითარდეთ და კიდევ უფრო მეტი წარმოებები  შევქმნათ  ჩვენი  ქვეყნის და  ხალხის  საკეთილდღეოდ“ - განაცხადა  ქართული  ლუდის კომპანიის  კომერციული სამსახურის  ხელმძღვანელმა  კახა პაიჭაძემ.

 

“გაოცებული ვარ მთლიანად ქარხნით. მისი სისუფთავით სტანდარტებითა და მთლიანად  ნორმებით. ნამდვილად  ჩანს, რომ ქარხანა ახალია და  უახლესი ტექნოლოგიებით არის  აღჭურვილი. ვიმედოვნებ, რომ  ვითანამშრომლებთ. მინდა მწარმოებელს  წინსვლა და  წარმატებები ვუსურვო“  განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია CTM - მარკეტინგის  განვითარების  განყოფილების  დირექტორმა  დარია ბახმიტოვამ.

 

ქართველ  მწარმოებლებთან, „ბარამბოსთან“ და  „ზედაზენთან“  თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვეს ასევე ყაზახეთის, აზერბაიჯანის და სასომხეთის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმაც.

 

barambo.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !