-
2014-10-31 11:52
„პრეზიდენტი დააყენეს არჩევანის წინაშე - ან ცუდი უნდა გააკეთოს, ან ნაკლებად ცუდი,“- ასე აფასებს პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების კანონპროექტის მიღების გადავადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ლაშა ტუღუში.
"საქართველოს პრესის ასოციაციის" დირექტორი აცხადებს, რომ თებერვლის ბოლო ძალიან დიდი ვადაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ თავდაპირველ ვადას სიმბოლურად ცოტა მოაკლო, საბოლოო თარიღი გონივრული ნამდვილად არ არის.
დღეს გახდება ცნობილი, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონთან მიმართებაში.არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, სწორი გადაწყვეტილება ვეტოს გამოყენება იქნება, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ გადადებას თუნდაც თებერვლის ბოლომდე აზრი არ აქვს