გაითვალისწინეთ, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა საყოველთაო არ არის, ალაგ-ალაგ მშვიდობაშია

Image

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის მარტიდან ამოქმედდა.

 

ყოველ შემთხვევაში ასე გვარწმუნებს ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი და მას შემდეგ უთო რომ უთოა, იქიდანაც კი გაიგებ, რომ პროგრამაში საქართველოს ყველა მოქალაქეა ჩართული.

 

არადა, ბატონებო, სულაც არ ყოფილა ასე. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდით, რაც ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გადავამოწმეთ.

 

როგორც აღმოჩნდა, ჰაერში არიან ის პირები, ვინც სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მომენტისთვის რომელიმე სადაზღვევო კომპანიაში კორპორატიული ან სულაც საკუთარი სახსრებით იყო დაზღვეული და მერე რა, თუ ამ დაზღვევის ვადა კარგა ხანია გასულია.

 

სამინისტრომ ასეთ კატეგორიას სახელმწიფო დაზღვევა ისე გაუუქმა, რომ ისინი საქმის კურსში არც ჩააყენა. არადა, თავის დროზე ჟურნალისტებმა აღნიშნულ თემაზე შეკითხვა ტელეეთერში დასვეს და პასუხი იყო დადებითი, რომ ასეთი პირები პროგრამაში მოხვდებოდნენ. არგუმენტად ის ფაქტი დასახელდა, რომ პირი დაზღვევის ფინანსებს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა.

 

ასეც რომ არ ყოფილიყო, დაზღვევით მოსარგებლე პირი დამზღვევ კომპანიასთან ხელშეკრულებას მისი ვადის ამოწურვამდე ვერც გაწყვეტდა.

 

ამით ისარგებლა სამინისტრომ, საკუთარი ფინანსებით დაზღვეული ადამიანები თავისი დაზღვევიდან ამოყარა და კანონმდებლობაც გამოაცხო `ინტრიგანი~ მოქალაქეების თავიდან მოსაშორებლად:

 

თუკი ეგ დაზღვევა ამოგეწურათ და ჩვენი მოგინდათ, მიდით სადაზღვევო კომპანიაში, წამოიღეთ ცნობა, რომ დაზღვევა აღარ გაქვთ, განცხადება დაწერეთ ჯანდაცვაში და ამ დროისთვის სული თუ არ გაგძვრათ, შეიძლება მიიღოთ საყოველთაო დაზღვევის არა საბაზისო, არამედ მინიმალური პაკეტი, რადგან `კოლექტივში~ თავიდან არ ხართო.

 

დღეს შეიძლება ისიც წამოგაძახონ, სანამ ბუხარზე გეძინა, მაგ პროგრამით ამდენმა და ამდენმა ათასმა ადამიანმა ისარგებლაო. ისარგებლა და თქვენც სულ მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა ეგ პროგრამა.

 

პროგრამა იქით იყოს და ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ხალხზე ხრუნვის პრეტენზიის მქონე ხელისუფლებისა და პირადად მინისტრის მიმართ ბუნებრივია, რამდენიმე კითხვა იბადება:

 

- იცით კი თქვენ რას ნიშნავს სიტყვა - საყოველთაო?

- თუ იცით, მაშინ ახსენით, სა-ყოველ-თა-ო პროგრამაზე ხელი ყველას რატომ არ მიუწვდება?

 

- და თუ საქართველოში ადამიანები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარეთ დარჩნენ, გამოდის ისინი სხვა ქვეყნის, თუნდაც ზიმბაბვეს მოქალაქეები არიან?

 

- რატომ „მინიმალური პაკეტი“ - სახელმწიფოს მინიმალურად აქვს ჩაყოფილი ხელი მათ ჯიბეში და იმ გადასახადებით, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა შემცირებულიყო, მინიმალურად ყვლეფს?

 

- რატომ „მინიმალური პაკეტი“, როდესაც ჩვენი ჩინოვნიკები მინიმალურს არაფერს ჯერდებიან და ყველაფერი მაქსიმალური უნდათ, მათ შორის მობილურებიც...

 

რატომ, რატომ, რატომ...

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?