
მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი სუსტი სქესისგან უყურადღებობას ნამდვილად არ უჩივის.
ამჯერად ახალ ამლუაში მოგვევლინა - „მარაო რუსთავი 2“'-ზე გადაცემას წაიყვანს.
როგორც თავად ამბობს, ტელეწამყვანობის გარდა, კიდევ ერთი ოცნება აუხდა - მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს.
„ყველას უნდა, რომ მის გვერდით იყოს წარმატებული ქალი, არ მინდა, ჩემი მეორე ნახევარი რამით დავჩრდილო. მსურს, თავის საქმეში ძალიან მაგარი იყოს და არა აქვს მნიშვნელობა, მოცეკვავე იქნება, მომღერალი თუ მსახიობი.
ჩემთვის გარეგნობა ძალიან ბევრს წყვეტს. თუმცა, ალბათ, ჯერ არ დადგა ის პერიოდი, რომ ძალიან სერიოზულ ურთიერთობაზე ვიფიქრო. 20 წლის ვარ.
...შეყვარებული კი არა, 13 წლის ასაკში მყავდა საცოლე. დაქორწინებას სერიოზულად ვფიქრობდი. ყველამ იცოდა, მისმა და ჩემმა ოჯახებმაც. 16 წლის ასაკში გავაცნობიერეთ, რომ დაქორწინება აღარ გვინდოდა. მას შემდეგ არავინ მყვარებია.
ორი წლის წინ რომ გეკითხა, დანამდვილებით გეტყოდი, რომ უფრო მეტად მომწონს ქერა გოგონა, ის იყო ჩემთვის ღვთაებაც და ყველაზე სასურველი ქალიც. დღეს ასე აღარ ვფიქრობ. მივხვდი, რომ ბევრი შავგვრემანი ქალიც ლამაზია და ქერებზე მაგრებიც არიან.
ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ყველა სითბოთი და გაღიმებული მიყურებს. მეც ანალოგიურად ვპასუხობ და ეს ყურადღება კარგია. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მირეკავენ დღეში 56 ათასჯერ. ერთი და იგივე გირეკავს, გირეკავს და ასეთი არის დაახლოებით 15 გოგონა.
არც ერთს არ ვიცნობ. ზოგი საერთოდ არაფერს მეუბნება და მისმენს. არის შეხვედრები, საჩუქრები, სახლში მოკითხვები. დიდ ფანტაზიას იჩენენ.
მოუწერიათ, შენგან ბავშვი მინდაო. ეგრევე ბავშვი, განა, სექსი უნდა? ლამის სახლში მოვიდა, გადაზომა, აქ ჩემი ოთახი იქნებაო (იღიმის). ამ ყველაფერს ძალიან საღად ვუყურებ.
სულ მეკითხებიან, ნახევრად გახდილ გოგონებს რომ ეცეკვები, არაფერს არ გრძნობო? როცა ხარ პროფესიონალი, ცეკვის დროს მის უკანალზე აღარ ფიქრობ და არც იმას, აუ, არ ტანი აქვს. ფიქრობ, რომ აწევის დროს ძირს არ ჩამოგივარდეს, რომ ტერფი სწორად დადგა, ხელი ლამაზად დაიჭირო, გოგონასთან ცეკვის დროს ურთიერთობა გამოხატო. ამიტომაც ამდენი წვრილმანის ფონზე, აღარ გრჩება სხვა რამეებზე საფიქრალი დრო.
პაემნებზეც ღამე დავდივარ. დღე ამისთვის ვერანაირად ვერ ვიცლი“,- აცხადებს ოთო ფოლადაშვილი.
„რეიტინგი“