-
2014-01-25 13:18
თბილისში, რესტორან „თბილისელებთან“ მომხდარი ჩხუბის დროს, 24 იანვრის ღამეს ერთი ახალგაზრდა დაიჭრა.
ჩხუბი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რესტორანი „თბილისელები“ მეტროსადგურ „სამგორთან“ მდებარეობს. ჩხუბის მიზეზი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება გახდა, რა დროსაც ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენეს.
შსს–ს პრესსამსახურში, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა, მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მამაკაცი ჩხუბის დროს მსუბუქად დაიჭრა, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და უკვე გაწერეს. შსს–ს პრესსამსახურის განცხადებით, დანაშაული გახსნილია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29