
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განმარტებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას დაჩქარებული წესით მოაწერს ხელს.
ბილდტის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აგვისტომდეა დაგეგმილი. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დავოსში, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.