
24 იანვარს 171–ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფური ჩხუბის დროს მოკლული 17 წლის ბიჭი, რომელიც დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მიშო ტყემალაძეა.
მოკლულის ფოტოს პორტალი „სამოქალაქო პრესა“ აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ჩხუბის დროს თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მე–3 მიკრორიაონში მომხდარი ჩხუბის შედეგად, სადაც ახალგაზრდებმა ხელკეტები, დანები და ე.წ. შტირები გამოიყენეს, მიშო ტყემალაძე დაიღუპა, კიდევ სამი ახალგაზრდა კი დაიჭრა.