-
2014-01-24 20:50
მკვლელობით დასრულდა ჯგუფური ჩხუბი ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში, რომელსაც 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რადიო „აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მკვლელობას წინ უძღოდა დანებითა და ე.წ. დრინებით შეიარაღებული მოზარდების ჯგუფური ჩხუბი, რა დროსაც 17 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანისგან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
მკვლელობა სკოლის ეზოსთან, პლატოს მეორე კვარტლის მე-8 კორპუსთან მოხდა, სადაც საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
მკვლელობის ფაქტი "აფხაზეთის ხმას" შსს-შიც დაუდასტურეს.