
რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანზე შესაძლო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს, რომელიც საქართველოზეც აისახოს.
"ჩემი ინფორმაციით, ათასობით ადამიანი შეიძლება დარჩეს საქართველოში უმუშევარი, იმის გამო, რომ ზეწოლა ხორციელდება რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანზე.
თქვენ იცით, რომ რუსთავის ავტობაზრობაზე დასაქმებული არის დაახლოებით 5 000 ადამიანი და მანქანების მყიდველთა დიდი ნაწილი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. როგორც არის ცნობილი, რუსეთი „ევრაზიული კავშირის“ ფორმატში ცდილობს, რომ მისცეს კონკრეტული შეღავათები თავის"ავტოგიგანტებს", ანუ იმ ქარხნებს, რომლებიც უშვებენ რუსულ მანქანებს, იმისათვის რომ მათი მანქანები გაიყიდოს აზერბაიჯანში უფრო მეტად.
ეხლა რუსეთი ზეწოლას ახდენს ბაქოზე რათა ხელოვნური ბარიერები შეუქმნას მანქანების იმპორტს საქართველოდან და ამ ბარიერების შემოღება იგეგმება აპრილიდან.
ეს გამოიწვევს იმ 5 000 ადამიანის დიდი ნაწილის უმუშევრობას, რომელიც რუსთავის ავტობაზრობაზე ეხლა მუშაობს,” - აცხადებს შაშკინი.