დათა ახალაიას ადვოკატი გამოძიების საიდუმლოს გაცემას აპირებს: „ამას ჩემს თავზე ავიღებ“

Image

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „გირგვლიანის საქმის“ ჩიხში შესვლის გამო დათა ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენებას ცრუ მოწმეებით ცდილობენ.

 

ზაქარეიშვილის თქმით, საზოგადოება მალე შეიტყობს შოკისმომგვრელ ინფორმაციას „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით:

 

„გირგვლიანის საქმის გამოძიება მთლიანად ჩაფლავდა. დავით ახალაიას მიმართ არცერთი ბრალდება არ დადასტურდა და ვერც დადასტურდებოდა, იმის გამო, რომ ამ საქმეს ვერ უხერხებენ ვერაფერს.

 

პროკურატურა ცდილობს დანაშაულებრივად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზეწოლის საფუძველზე და ცრუ მოწმეების ჩვენებათა საფუძველზე დავით ახალაიას წაუყენოს ახალი ბრალდება“, - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

 

ადვოკატი გირგვლიანის მეგობარს ლევან ბუხაიძესა და შსს თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს მერაბ ბაღათურიას ახსენებს და ამბობს, რომ მათი როლი ამ საქმეში სკანდალურია, რასაც საზოგადოებას მოუყვება:

 

„პროკურატურას მივმართავ, კარგად გაარკვიონ გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძისა და ქალაქის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში.

 

ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, საზოგადოებას წინ ელის შოკისმომგვრელი ფაქტები და მიუხედვად იმისა, რომ დაცვის მხარე გაფრთხილებულია - არ გაამჟღავნოს გამოძიების მონაცემები, მე ავიღებ ამას ჩემს თავზე და ვამცნობ საზოგადოებას, თუ რა სიყალბეებია გირგვლიანის საქმეში და როგორ არის ეს საქმე შესული ჩიხში“, - განაცხადა დათა ახალაიას ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, კუდ-ის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა, ხოლო დათა ახალაიას ბრალი დაუმძიმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !