
24 იანვარს ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სავედრებელ-სადიდებელი პარაკლისი აღავლინა.
მიტროპოლიტმა კოლხეთის ღვთისმშობელს შეავედრა უკრაინელი ხალხი და სრულიად საქრისტიანო. აღინიშნა, რომკ დღევანდელი პარაკლისი ქართველი ხალხის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა თავისუფლების მოყვარე უკრაინელი ხალხისადმი.
პარაკლისს მრევლთან ერთად სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით სარსანია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.