სროლის ხმა ისმოდა გვიან ღამით დოლიძის ქუჩაზე. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, ინფორმაციას ,,რუსთავი2" ავრცელებს.
თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და მას შემდეგ გასროლაც მოჰყვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.