
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა ადამია მეგობარმა და თანაკურსელმა ვანო ღონღაძემ მესამე სართულიდან გადააგდო.
არსებული ინფორმაციით, ვანოს გვანცა უყვარდა, მისი უარით გაღიზიანებულმა შური ასე სასტიკად იძია.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის დროს გვანცას ჰიპოოლემიური შოკი, ნეკნებისა და მენჯის მოტეხილობა, ღვიძლის მრავლობითი დაზიანება და მარჯვენა ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.
გვანცა გამოჯანმრთელდა და უკვე სრულფასოვნად ცხოვრობს, თუმცა წარსული თავს ხშირად ახსენებს. უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შესვლა არ სიამოვნებს, ღამით გარეთ გასვლა ეშინია.
უკვე პირადი ცხოვრებაც მოიწყო. ნიკა ხვედელიძეზე ნიშნობის შემდეგ, წყვილმა მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი ქორწილიც გადაიხადა და ჯვარიც დაიწერეს.
http://intermedia.ge/