
მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის თქმით, თინა მახარაძემ პროექტ „ბრავოს“, პირველ გადაცემაზე კაბის სიგრძე დაიწუნა.
„ფორმები კი კარგი მაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პროპორციული ვარ, მაგრამ დაბალი, არ მიხდება ის, რაც შეიძლება მოუხდეს არაპროპორციულ მაღალს.
სიტყვა „შესაბამისი“ ჩემს ჩაცმულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი უნდა მქონდეს შესაბამისი: შესაბამისი სიგრძის, ჭრილის ფეხსაცმელი, ფორმის, სიულეტის კაბა და ასე შემდეგ. პირველი კაბა არ იყო შესაბამისი და არ მომწონდა“, - აღნიშნა თინა მახარაძემ.
სტეფანეს თქმით, თინას სამაგიეროდ მოსწონდა, როცა იხრებოდა და ბოლოს ეუბნებოდნენ, შეგიძლია წაკუზულმა იაროო და პირველი მისალმება ასე გააკეთა.
„მკერდი სულ საკაიფოდ არის, უბრალოდ, რომ ვიხრებოდი, კაბის სიგრძე ზუსტად იყო და სტეფანესთან მთელი გადაცემა მოხრილი ვიდექი“, - იხსენებს თინა მახარაძე.
„თბილისელები“