-
2014-01-23 22:46
ტერნოპოლი, ხმელნიცკი, ჩერკასკი – ეს უკრაინის იმ დასახლებული პუნქტების არასრული ჩამონათვალია, სადაც ამ დროისთვის მომიტინგეებსა და მილიციას შორის, ადმინისტრაციულ შენობებთან, ხელჩართული შეტაკებები მიმდინარეობს.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ჩერკასკში ადმინისტრაციის თანამშრომელთა ევაკუაცია შენობის უკანა მხარეს მდებარე ფანჯრებიდან მოხდა. იქ ხალხი პირველი სართულის ფოიეშია შეჭრილი, მილიციის მისამართით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, შენობის ზედა სართულებისკენ ისვრიან ასევე სალუტებს.
თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ტერნოპოლსა და ხმელნიცკში. რაც შეეხება ლვოვს, იქ ადმინისტრაციული შენობა მომიტინგეებმა ცოტა ხნის წინ დაიკავეს.
უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის მასშტაბით წარმოქმნილ მასობრივ არეულობას მილიცია ვერ უმკლავდება.