
„ბერკუტის“ წევრის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ იგდებენ მილიციელები აბუჩად გაშიშვლებულ დემონსტრანტს, ინტერნეტში ვრცელდება.
ეს ვიდეო, ფაქტობრივად, ადასტურებს არაერთი დემონსტრანტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი მანქანებში შეყარეს, უკაცრიელ ადგილას, „ბერკუტით“ გარშემორტყმულ ველზე გაიყვანეს, გააშიშვლეს, თოვლში არბენინეს და ტან ფოტოებსა და ვიდეოს უღებდნენ.
სავარაუდოდ, „იუთუბზე“ ატვირთული ეს ვიდეო „ბერკუტის“ წევრმა გადაიღო და ინტერნეტშიც გაავრცელა.