
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს, რომელსაც „მოქალაქე“ დაერქმევა.
სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, აქტიურ ქმედებებს გეგმავს და ამ ორგანიზაციის გეგმების შესახებ 28 იანვარს ისაუბრებს, როცა ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.